ახალი ამბები
ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ
FaceBook
შახტის დირექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ტყიბულში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან მაღაროელთა აქციამ შახტის ადმინისტრაციის ეზოში გადაინაცვლა.
გაფიცული მაღაროელები   ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ, რომელიც შპს "საქნახშირის ჯი პი აი ჯგუფის"  მფლობელობაშია. შახტის ეზოში შეჭრის შემდეგ მაღაროს რამდენიმე თანამშრომელმა ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება მოახერხა. მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესში ცნობილი გახდა, რომ მაღაროს   დირექტორმა ვახტანგ ჩხეიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

მაღაროს თანამშრომელთა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხლეფასის მომატების შესახებ, კვლავ უცვლელი რჩება.

Print