ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში დასაქმებულებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გია გოქაძის განმარტებით, ქუთაისის მერიაში დასაქმებულებმა დროა ქამრები შემოიჭირონ, რაც მხოლოდ საწავავის ლიმიტის შემცირებას არ ნიშნავს.
"ის რომ ბოტანიკურ ბაღში იმერულ ოდას დგამენ, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 42 000 ლარი იხარჯება, ეს არის თანხის ფლანგვა. ასევე, თანხის არამიზნობრივი განკარგვაა კერძო ლიტერატურული სალონების მოწყობა საჯარო დაწესებულებებში, როგორიცაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. თუ ვინმეს ლექსების წერის მუზა მოდის, შეუძლია საკუთარ სახლში გახსნას ასეთი სალონი", - განაცხადა გია გოქაძემ.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მტკიცებით, ასევე ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონკრეტულ ადამიანების წიგნების გამოცემა ხდება.
"ეს მართალია, ადრეც ხდებოდა, მაგრამ მსგავს ფატქბეს ოდესმე ხომ უნდა დაესვას წერტილი", - აღნიშნავს გოქაძე.
თეკლე მორგოშია
Print