ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.  ცალკეულ დღეებში კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 23 ოქტომბერს, კოლეხთის დაბლობზე 27-28 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში - 21-23 გრადუსი, მაღალმთაში კი - 20-22 გრადუსი.

„ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოიღრუბლება. ტემპერატურა დაიკლებს 3-4 გრადუსით. საღამოს საათებში გაწვიმდება უმეტეს რაიონში. ზომიერზე მეტიც შეიძლება იყოს ნალექი ღამის საათებში, რაც შენარჩუნდება 25-ში დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს“,- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს კვლავ 26-27 გრადუსი იქნება. 27-28 ოქტომბერს კი საღამოს საათებში მცირე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.


Print
თეგები: #ამინდი