ახალი ამბები
მკვლელობა სამტრედიაში - დაწყებულია გამოძიება
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც გაურკვეველი პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების  შემთხვევაში სასჯელი ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Print