ახალი ამბები
მაღაროელები პორტესტის შეწყვეტას არ აპირებენ
FaceBook
მაღაროელებს დღეს ელისო ჩაფიძე შეუერთდა

ტყიბულში მაღაროელთა აქცია მეათე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. მაღაროელები არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

დღეს აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც შეუერთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, იგი მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს და მათთან ერად იბრძოლებს მათი უფლებებისთვის.

"მათი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი და მე ვდგავარ მათ გვერდით. მთავარია სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვიდეთ და შევძლოთ პროცესის სწორად წარმართვა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ტყიბულს დაუბრუნდეს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი",–განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

აქციას დღის განმავლობაში ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მაღაროელებს სოლიდარობას ასევე უცხადებენ პროფკავშირები და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

მაღაროელები მოთხოვნების არდაკმაყოფილებამდე პორტესტის შეწყვეტას ს არ აპირებენ.

როგორ მიმდინარეობდა აქცია მთელი დღის განამვლობაში, ნახეთ "ქუთაისიპოსტის" სიუჟეტი საღამოს 9 საათზე.

Print