ახალი ამბები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი –"თანამშრომლები ვიდეოთვალთვალის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ"
FaceBook
ქალდანის უწყებას საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუწყია

"ქუთაისიპოსტზე" განთავსებულ ვიდეო სიუჟეტზე, სადაც იმერეთის ვიცე–გუბერნატორი თანამშრომლებს სათვალთვალო მონიტორით აკონტროლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მოკვლევა ჯერ არ დაუწყია. თამარ ქალდანის უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ იციან, შეისწავლიან თუ არა საკითხს.

"ინსპექტირება ანუ ვიდეოთვალთვალის კანონიერების შემოწმება აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული ამ ეტაპზე არ არის", - ნათქვამია აპარატის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მიწოდებულ ოფიციალურ პასუხში.

თუმცა, ქალდანის უწყებაში  განმარტავენ, რომ ვიდეოთვალთვალი მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრსა და შესასვლელშია დასაშვები.

"ორგანიზაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამასთანავე თანამშრომლები, სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის შესახებ წერილობით უნდა იყვნენ ინფორმირებულები", - ნათქვამია წერილში.

საინფორმაციო სააგენტომ, პაატა ნადირაძის კაბინეტში სათვალთვალო მონიტორის არსებობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ვიცე–გუბერნატორი აცხადებდა, რომ იგი მონიტორით თანამშრომელთა შენობაში გადაადგილებას აკონტროლებს.


Print