ახალი ამბები
"საფრთხეს წარმოადგენდა" - ქუთაისში სკეიტ პარკის კონსტრუქცია დაშალეს
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, 5 წლის წინ გახსნილი სკეიტ პარკის დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, ის დაზიანებული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომაც კონსტრუქცია ადგილიდან აიღეს.



„ისევ იმავე ადგილას აღვადგენთ ახალს“, - განმარტავენ მერიაში. 

სკეიტ პარკი ქუთაისში 2018 წელს გაიხსნა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველად, ტენდერის ღირებულება 6 000 ლარს შეადგენდა, თუმცა, მისით არავინ დაინტერესდა. ამის შემდეგ მერიამ სამუშაოების
შესასყიდად ტენდერი 35-ჯერ გაზრდილ თანხაზე, 210 000 ლარზე გამოაცხადა.

განმეორებით ტენდერში შპს "დაკიმ" გაიმარჯვა, რომელმაც სკეტ პარკის მოწყობისთვის 200 000 ლარი მიიღო. სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ქუთაისში სკეტ პარკის მოწყობას ახალგაზრდები რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ.



Print