ახალი ამბები
იმერეთში, დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
FaceBook
დღეიდან, 16 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს იმერეთშიც, რომლის სამედიცინო ცენტრებსაც, ამ ეტაპზე, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი 24 500 დოზა ვაქცინა აქვს მიწოდებული.

„იმერეთში გვაქვს მომარაგებული ვაქცინები საკმარისად იმისათვის, რომ მთლიანად მოვიცვათ რისკ ჯგუფები, თუმცა, ის, რაც ამჟამად გვაქვს, არ არის ლიმიტირებული რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოგვეწოდება“,- განმარტავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგაძე.

ვაქცინაცია იმერეთში იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ შემდეგ დაწესებულებებშია შესაძლებელი:




გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.




Print