ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ძირითადად, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მისი თქმით, დღეს, 16 ოქტომბერს, საღამოს საათებიდან გაწვიმდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 21-23 გრადუსი დაფიქსირდება.

"ნალექი შენარჩუნდება ხვალ, 17 ოქტომბერსაც, დღის მეორე ნახევრამდე, დღის ბოლოსკენ კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 16-18 გრადუსამდე. 18-ში, დღის მეორე ნახვებრიდან, 19 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ იწვიმებს. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 19-ში 10-12 გრადუსი, მაქსიმალური კი - 13-15 გრადუსი დაფიქსირდება",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გამოიდარებს და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე გათბება.
Print