ახალი ამბები
კითხვის საერთაშორისო დღე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში აღინიშნება
FaceBook
ბიბლიოთეკაში მწერალი გიორგი კეკელიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს

დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკა მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნების გამოფენა–გაყიდვას უმასპინძლებს.

ასევე გაიმართება წიგნების ავტორის საჯარო ლექცია კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა.

Print