ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 12 ოქტომბრამდე, ძირითადად, ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.
მისივე თქმით, დღეს, 9 ოქტომბერს, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა იქნება. დღის მეორე ნახევრიდან კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი, რაც ტემპერატურის მკვეთრ დაკლებას გამოიწვევს 15-16 გრადუსამდე. მთიან რაიონებში 10-12 გრადუსი, მაღალმთიანში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

"9 ოქტომბერს, საღამოს საათებიდან, უმეტეს რაიონში შეწყდება ნალექი და დროებით გამოიდარებს, ცაკლეულ რაიონებში კი მოსალოდნელია მცირე წვიმა. 

ხვალ, 10 ოქტომბერს, ცალკეულ რაიონში შესაძლებელია გაწვიმდეს. 11 ოქტომბერს კი უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი წვიმა, მაღალმთაში კი - თოვლი",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 12 ოქტომბრიდან, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 18 ოქტომბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსამდე გათბება.

Print
თეგები: #ამინდი