ახალი ამბები
"ოხუნჯობაში იღებდი ხელფასს და შენი გაკეთებული საქმე არავის ახსოვს",–ჯავახიას პასუხი გოგი წულაიას
FaceBook
ჯავახია წულაიას ტელე–გადაცემაში თვითმმართველობის კრიტიკას პასუხობს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსი ზვიად ჯავახია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოგი წულაიას პასუხობს. ჯავახია წულაიას  ერთ–ერთ ტელე–გადაცემაში ადგილობრივი თვითმმართველობის კრიტიკის გამო ჯამბაზს უწოდებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.


"...კულტურის სახლში სახანძრო გახსნესო რომ ოხუნჯობდი, ახალი მთავრობა რა შუაშია? კი მაგრამ, ავტოქარხნელი ვარო რომ იჩემებ, არ გახსოვს რომელი მთავრობის დროს გადააკეთეს აღნიშნული შენობა სახანძროდ? იმ პარტიამ ხომ არა შენ რომ სიებში ჩაგსვა, დეპუტატის მანდატი მოგცა და სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსია დაგინიშნა. რაც შეეხება მერიაში მომუშავე 1200 კაცს, ძალიან ხომ არ გაბერე ეს ციფრი? იცი თუ არა ადგილობრივი თვიმართველობის კოდექსით 350 მეტი თანამშრომლის მიღება რომ გვეკრძალება. რაც შეეხება პრემიებს, სად წაიკითხე, რომ 2016 წელს ნახევარი მილიონი დარიგდა? საჯარო ინფორმაციის კითხვა რომ არ იცი ეს ბევრჯერ ვნახეთ...
იოხუნჯე გოგი, ბოღმიან ტყუილებს ისევ ოხუნჯობა სჯობს. კარგად მოირგე ჯამბაზის როლი და მიაგენი იმ გადაცემას, რომელშიც უნდა იტინგიცო ..
სულ ოხუნჯობაში იღებდი ხელფასს, აბა შენი გაკეთებული საქმე ქუთაისში არც არავის ახსოვს",–წერს ჯავახია სოციალურ ქსელში.

Print