ახალი ამბები
„ღია სახლი“ წყალტუბოში ბავშვთა ადრეული განვითარების უფასო სკრინინგს ახორციელებს
FaceBook
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი „ღია სახლი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტეში ბავშვთა ადრეული განვითარების უფასო სკრინინგს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში წყალტუბოს რეგიონში დარეგისტრირებულ 0-დან 6 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ განვითარების სკრინინგ პროგრამაში.

განვითარების სკრინინგი მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი სფეროს შეფასებას ასაკობრივი ნორმის მიხედვით. ამ გზით იდენტიფიცირდება განვითარების საყურადღებო სირთულეები და შემდგომი გართულებების პრევენცია ხდება. სკრინინგი ჩატარდება მშობლის/აღმზრდელის ინტერვიუს და ბავშვის ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე.სპეციალისტები  ბავშვებთან ერთობლივი თამაშის დროს მიცემული დავალებების შესრულების ხარისხს დააკვირდებიან.

მიღებული შედეგების განალიზდებით საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები და იდენტიფიცირდება ბავშვის განვითარების პრობლემური სფერო.

სკრინინგი ჩატარდება ბაღებში, კვირაში ერთი დღე ბაღის ფილიალს ეწვევა ღია სახლის თერაპევტთა ჯგუფი. ასევე, შესაძლებელია მომსხურების მიღება სახლში.
პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის მხარდაჭერით.
Print