ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, 2-3 ოქტომბერს იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. 4 ოქტომბერს, ცალკეულ რაიონებშია ასევე მოსალოდნელი წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს.

„2-4 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით 18-20 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური 14-16 გრადუსი იქნება. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 24-დან 27 გრადუსამდე“, - განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას, 7-8 ოქტომბერს, კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.


Print
თეგები: #ამინდი