ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლისთვის პენსიები გაიზრდება
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვიოლის განცხადებით, 2024 წლისთვის 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრების პენსიები 500 ლარი გახდება.
რაც შეეხება 70 წლამდე პირებს, მათი პენსიები  20 ლარით იზრდება და 315 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიანში კი პენსია 380 ლარი გახდება.

ასევე პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. 

„რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში.

ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა, ასევე განაცხადა, რომ 10%-ით მოიმატებს საჯარო მოხელეების ხელფასები. 

Print