ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "world vision" მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს საჩუქრები გადასცა
FaceBook
ბენეფიციარებს ქალაქის მერმა საჩუქრად ფეხსაცმელები გადასცა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქუთაისში მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ეწვივნენ. ქალაქის მერმა ცენტრის  ბენეფიციარებს საჩუქრად ფეხსაცმელები გადასცა.

მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი ქუთაისში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ისე ფუნქციონირებს. ცენტრში ბენეფიციარები ასევე სახელმწიფო ვაუჩერის დაფინანსების პრინციპით წევრიანდებიან.

გასულ წელს ორგანიზაციას შენობა ქუთაისის მერიამ გადასცა. ,,მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს სიკეთე გააკეთოს. ჩვენ მივესალმებით ასეთ აქტივებობს და მხარს დავუჭერთ ყველა კარგ წამოწყებას."-აღნიშნა შოთა მურღულიამ

Print