ახალი ამბები
სორმონში, მედიის ჩარევის შემდეგ, 30 წლის გაუკეთებელი გზა მოწესრიგდა
FaceBook
როგორც ცვლის მედიის ჩართულობა ადამიანთა ყოფას, როგორც აუმჯობესებს მათ ცხოვრებას და ეხმარება, მათი სათქმელი იმ პირებამდე მიიტანოს, ვისაც პრობლემების მოგვარება კანონით ისედაც ევალება.
"ქუთაისიპოსტი“ იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული ადამიანური ისტორიებით მოგიყვებით, როგორ დაეხმარა მედია რიგით მოქალაქეს, როცა მისი უფლებები ირღვეოდა, ან ჰქონდა კონკრეტული პრობლემა.

მასალებში ნაჩვენები იქნება, როგორ გამოიყენა მოქალაქემ თავისუფალი მედია თავისი პრობლემების გასაჟღერებლად და მოსაგვარებლად.

წყალტუბოს სოფელ სორმონში მცხოვრებლებს 30 წელი უგზოობა აწუხებდათ. ამორტიზებული გზის გამო, გადაადგილება პრობლემას განსაკუთრებით წვიმიან ამინდში წარმოადგენდა, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ადგილზე დროულად ვერ მიდიოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო/სამაშველო ბრიგადებიც. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრობლემის შესახებ "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, სორმონში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ვრცლად ნახეთ ვიდეოში:


Print
თეგები: #სორმონი