ახალი ამბები
ქუთაისის სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ
FaceBook
ქუთაისში, სამგზავრო ბარათების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, ძალაში კი ბრძანების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში შევა. 

საუბარია ჯამში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების 33 619 მოსწავლეზე, რომელთაც "თიბისი ბანკის" სამგზავრო ბარათები ასევე უფასოდ გადაეცემათ.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრასნპორტზე შეღავათით 30 000-მდე მოქალაქე უკვე სარგებლობს.

Print