ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - დაღუპულია 3 ადამიანი
FaceBook
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

შემთხვევა, ავტოქარხნის დასახლებაში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ მანქანაში მყოფი სამი ქალი, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.


Print