ახალი ამბები
ქუთაისში "ისი-პარის" მაღაზია გატეხეს - წაღებულია თანხა 3 ლარამდე
FaceBook
ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია "ისი-პარი" გატეხეს.


ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზიის მინები ჩამსხვრეული დახვდათ.

მათი თქმით, მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს, ვინაიდან სალაროში თანხა დატოვებული არ ჰქონდათ.

„წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა 3 ლარამდე, რადგან სალაროში არ იყო ფული, მხოლოდ იყო 3 ლარი. დანარჩენი აღებული არაფერი არ არის. პოლიციამ ამოიღო კამერის ჩანაწერები. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“,- ამბობს „ისი-პარის“ მენეჯერი.

Print