ახალი ამბები
იმერეთში, გადასახადისთვის თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
FaceBook
იმერეთის რეგიონში, დიდი ოდენობით გადასახადისა და ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 287 960 ლარის გადახდას.

„მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისსავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 218-ე და 2051 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Print