ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი მემილიონე მგზავრს მასპინძლობს - დაგეგმილია ღონისძიებები
FaceBook
პირველად, 70-წლიანი არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, 24 სექტემბერს, ქუთაისის აეროპორტი მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარედ (ცისფერყანწელთა ქუჩაზე) ღონისძიებებია დაგეგმილი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგამოფენო სივრცე „ქუთაისის ავიაციის ისტორია“ - ინტეგრირებული აუდიო გამოფენა ეკრანებით და ყურსასმენებით. ამასთან, გაიმართება ლექცია ამავე თემაზე.

დაგეგმილია შემდეგი აქტივობებიც:

VR - სათვალეების აქტივობა - სპეციალურად მოწყობილ ინსტალაციაში;

საბავშვო აქტივობები და თამაშები;

გრანდიოზული თემატური გასაფერადებელი კედელი;

ანიმატორები;

თვითმფრინავის ბუშტის ვორქშოფი;

ააწყვე თვითმფრინავი;

ოჩოფეხა პილოტი;

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ღონისძიებაზე მისულებს სხვა მრავალი აქტივობაც დახვდებათ, ბავშვებს კი - ბევრი სიურპრიზი.

ღონისძიებები 13:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.

Print