ახალი ამბები
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
FaceBook
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.

ვაქცინაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

„წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- განმარტავენ სააგენტოში.

უფასო ვაქცინაცია, 11:00-16:00 საათებში, იმერეთში, შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:

ქუთაისი - ნიკეას მე-3 ჩიხი №5 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბაღდათი - ვაჟა-ფშაველას ქ. №5 (ყოფილი სასამართლოს შენობა, 1 სართული);
ვანი - თავისუფლების ქ. №65 (მერიის მიმდებარედ);
ზესტაფონი - მაღლაკელიძის ქ. №2;
თერჯოლა - შ. რუსთაველის ქ. №109 (მერიის მიმდებარედ);
სამტრედია - რესპუბლიკის ქ. №6 (მერიის მიმდებარედ);
საჩხერე - თამარ მეფის ქ.№9 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ჭიათურა - ნინოშვილის ქ. №11 (მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ);
ხარაგაული - სოლომონ მეფის ქ. №19ა (ყოფილი პოლიციის შენობის მიმდებარედ);
ხონი - პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №17 (საკრებულოს მიმდებარედ);
ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი №3 (მერიის მიმდებარედ).

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2013 წლიდან უერთდება.


Print