ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირაში, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 24 სექტემბრის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 18 სექტემბერს, ცალკეულ რაიონებში, სანაპირო ადგილებსა და მის მიმდებარედ, იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს.

„დღეს, კოლხეთის დაბლობზე იქნება 21-23 გრადუსი, სანაპირო რაიონებში - 20-25 გრადუსი, მთლიან რაიონებში - 19-21, მაღალმთიანში კი - 18-20 გარდუსი. ხვალიდან, 19 სექტემბრიდან, ყველგან იდარებს, თუმცა ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით შესაძლებელია ზოგან 17-22 მ/წმ-ში დაფიქსირდეს, რომელიც დღის პირველ ნახევარში შენარჩუნება. 21- 22 სექტემბერს, ქარის სიჩქარე შესუსტებისკენ მიდის, 23-24 სექტემბერს კი კვლავ დაქროლვა გვექნება“,- ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 22-23 სექტემბერს, შესაძლოა, 30 გრადუსს გადააჭარბოს.


Print
თეგები: #ამინდი