ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ტესტირებაზე მინიმალური ზღვარი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა
FaceBook
დღესვე ცნობილი გახდა ბაღების 4 თანამშრომლის ტესტირების შედეგები

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ტესტირების ეტაპი დასრულდა. დღეს ტესტირების შედეგები გახდა ცნობილი.
საკონკურსო კომისიის ინფორმაციით, ტესტირება 8 საჯარო მოხელემ გაიარა. მათგან 7–მა კონკურსანტმა მინიმალური ზღვარი გადალახა, ერთი კი კონკურსს მიღმა დარჩა.
ტესტირებაში მონაწილეობა სულ 10 კონკურსანტს უნდა მიეღო, თუმცა, ერთი მათგანი რეგისტრაციაზე არ გამოცხადდა, მეორე კონკურსანტს კი წინა ატესტაციაზე უკვე გადალახული ჰქონდა ზღვარი, რის გამოც იგი ავტომატურად გადავიდა გასაუბრების ეტაპზე.

დღესვე ცნობილი გახდა ააიპი ბაღების გაერთიანების 4 თანამშრომლის ტესტირების შედეგები. საკონკურსო კომისიის ინფორმაციით, ტესტირება ბაღის ოთხივე თანამშრომელმა წარმატებით გაიარა.

Print