ახალი ამბები
ოქტომბრიდან, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი 10%-ით იზრდება
FaceBook
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი ოქტომბრიდან გაიზრდება.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10%-ით იზრდება და მას 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. 

"სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი; პარამედიკოსის - 2184 ლარი,  მოტომედიკოსის - 2184 ლარი; უმცროსი ექიმის - 1800 ლარი;  ექთნის- 1664 ლარი;  მძღოლის - 1520 ლარი;  დისპეტჩერის - 1392 ლარი; ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648 ლარი;  ცვლის უფროსის - 2560 ლარი;  ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი; ოპერატორის -1024  ლარი. 

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10%-ით, ისევ გაიზრდება.


Print