ახალი ამბები
2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოში, 19 431 ბავშვი დაიბადა
FaceBook
საქართველოში, 2023 წლის იანვარ-ივნისში, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში 21 944 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145) დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2023 წლის პირველ 6 თვეში, ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული.

Print