ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს ბათუმის თეატრალურ ფესტივალზე გრან პრი გადაეცა
FaceBook
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფესტივალი პირველად გაიმართა. იგი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად,
დააფუძნა.

ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.

გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:

1. საუკეთესო სპექტაკლი - "მახინჯი იხვის ჭუკი";

2. საუკეთესო რეჟისურა - ნინო მაღლაკელიძე;

3. საუკეთესო სცენოგრაფია - ვახო ქორიძე;

4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - სანდრო ნიკოლაძე;

5. საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინა კუბანსკი;

6. საუკეთესო მსახიობი კაცი - აბელ სოსელია;

7. ქართული კრიტიკის პრიზი - "80 000 კილომეტრი წყალქვეშ". კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.

ფესტივალზე რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შვიდი თეატრის ათი სპექტაკლი.

ფესტივალი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით დაფუძნდა.
Print