ახალი ამბები
13-15 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 სექტემბერს, საქართველოში, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

13 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, 14-15 სექტემბერი კი, მათი პროგნოზით, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო), 13-14 სექტემბერს, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექითა მოსალოდნელი, 15 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს (მესტია, ბახმარო), 13-14 სექტემბერს, აქაც დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი), 13 სექტემბერს, ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 14-15 სექტემბერი კი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 13-14 სექტემბერს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში, 13-14 სექტემბერს, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს კი - უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.





Print
თეგები: #ამინდი