ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლებში, წელს, 2 600-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა
FaceBook
საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან 3 სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე მე-9, 37-ე და 34-ე საჯარო სკოლები ალტერნატიულ სივრცეებში გადავლენ.

ქუთაისის სკოლებში, წელს, 2 600-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. მათ სახელმძღვანელოები და ნოუთბუქები უფასოდ გადაეცემათ.

ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლაში ჯამში 33 500-მდე აღსაზრდელი სწავლობს.

ქუთაისში სულ 38 საჯარო და 9 კერძო სკოლაა.

Print