ახალი ამბები
"არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება" - ომბუდსმენი
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.

„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებდნენ უწყებაში.

ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.


ამავე თემაზე:




Print