ახალი ამბები
"შიმშილობს მთელი ციხე“ - რა ხდება ქუთაისის #2 დაწესებულებაში
FaceBook
ადვოკატ ნათია ჩხეტიანის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტია.
მისი მტკიცებით, 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენაა, ნაწილი კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს.

ისინი დროულ სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციის მხრიდან მეტ ყურადღებას და ამნისტიას მოითხოვენ.

იურისტის თქმით, მას ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა მიაწოდა.

"50-ზე მეტმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება საკმაოდ სერიოზული, ასევე შიმშილობს მთელი ციხე მეორე დაწესებულებაში. არასათანადო სამედიცინო დახმარება არის პრობლემა, ასევე ძველი რეჟიმის დაბრუნების მცდელობა, ამდენი წელი არ ყოფილა ნორმალური ამნისტია, პატიმრებს არ ექცევათ ყურადღება - როგორც ჩანს მოთმინების ძაფი გაუწყდათ უკვე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ ძალიან მძიმე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ, პატიმრებმა ასეთი მასობრივი პროტესტი არ იციან“,- განმარტავს ნათია ჩხეტიანი.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი, ინფორმაციას  ციხეში ბუნტის შესახებ არ ადასტურებენ.

"დაწესებულება ფუნქციონირებს აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში, არანაირ განსაკუთრებულ ექსესს ადგილი არ ჰქონია",- განმარტავენ უწყების პრესცენტრში.

Print