ახალი ამბები
ქუთაისის მერი ბიზნესმენებს მადლობას უხდის
FaceBook
მადლობა ხალხის დასაქმებისთვის და ასევე, ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი თანხისთვის გადაუხადა.



ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივ ბიზნსემენებს მადლობა გადაუხდა. ქალაქის მერის მადლობა მეაწარმეებს ხალხის დასაქმებისთვის და ასევე, ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი თანხისთვის დაიმსახურეს.

"ეს არის სექსტორი, რომელიც არის რეალური დამსაქმებელი და რეალურად ამ სექტორის განვითარების გარეშე შეუძლებელია იმ სოციალური პრობლემების მოგვარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა მურღულიამ ადგილობრივი მეაწარმეების დაჯილდოების ცერემონიალზე. მისი განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესმენებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, მინიმალური ბიუროკრატიის გარეშე უნდა ქონდეთ.   

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიზნესმენების წახალისების მიზნით კონკურსი "წლის ბიზნესი 2015" მოაწყო, რომლის ფარგლებში 12 გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებული მეწარმეების დაჯილდოების ცერემონიალზე საპარლამენტო უმარვლესობის წარმომადგენლები ომარ ნიშნიანიძე და თამაზ მეჭიაურიც იმყოფებოდნენ.
Print