ახალი ამბები
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
FaceBook
შოვში მომხდარი სტიქიიდან 37-ე დღეს, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 32 ცხედარია აღმოჩენილი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

ღონისძიებაში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

Print