ახალი ამბები
ქუთაისში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 34 პირი დააჯარიმეს
FaceBook
კანონის ამოქმედებიდან პირველ 5 დღეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 167 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4-8 სექტემბრის პერიოდში, ყველაზე მეტი - 92 ჯარიმა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე დაიწერა. 34 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 29 - ბათუმში, 12 კი - ქალაქ რუსთავში.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge შეეძლებათ; ჯარიმის გადახდა კი შსს-ს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებითაა შესაძლებელი“, - აცხადებენ უწყებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 4 სექტემბრიდან დაიწყეს.



Print