ახალი ამბები
კეტჩუპ PRIMO-ს ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა - სეს-ი
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.

სუდანის ჯგუფის საღებავები ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს განეკუთვნება და სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს წარმოადგენს, რომლის დამატებაც სურსათში აკრძალულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინსპექტორებმა დისტრიბუტორ კომპანია ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აღნიშნული სურსათის რეალიზაცია აუკრძალეს. ასევე, უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება დაავალეს.


Print