ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში, 10 სექტემბრამდე, ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

ასევე, ზოგან შესაძლებელია სეტყვა აღინიშნოს. 10 სექტემბერს კი ხანმოკლე წვიმა ელჭექით მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში, 10 სექტემბრის დილამდე, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში - ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში, 10 სექტემბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს - მესტიასა და ბახმაროში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, + 16 გრადუსი იქნება.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, 10 სექტემბერს, ღამისა და დილის საათებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპიც აღინიშნოს.

Print
თეგები: #ამინდი