ახალი ამბები
"მაშველების მიერ გადარჩენილია 11 მოქალაქე" - ვითარება გურიაში, სტიქიის ზონაში
FaceBook
გურიის რეგიონში, ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან - 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

სტიქიის ზონაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

უწყების ცნობით, სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის სხვა წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან. 


ამავე თემაზე:





Print