ახალი ამბები
ქუთაისში, ბოლო სამ წელში, 5 სკოლა რეაბილიტირდა
FaceBook
2021-2023 წლებში ქუთაისში სრული რეაბილიტაცია 5 საჯარო სკოლის შენობას ჩაუტარდა.

როგორც ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რეაბილიტირებულია მე-8, 22-ე და 23-ე სკოლები.  ასევე, დასრულების ეტაპზეა მე-14 და მე-9 სკოლის შენობების კეთილმოწყობაც. 

ამათ გარდა, ცქიტიშვილის ინფორმაციით, უნდა აშენდეს მეოთხე საჯარო სკოლის შენობა, რადგან იმდენად ამორტიზებულია, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. 

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ნაწილის დემონტაჟი. სკოლის მოსწავლეები კი ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში არიან გადანაწილებული", - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

ქალაქში სულ 38 საჯარო სკოლაა, რომელთა ნაწილის კეთილმოწყობაც იგეგმება. 



Print