ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში 4 რეგიონის ერთ მილიონამდე საქმე შეინახება
FaceBook
სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში უკვე მიმდინარეობს. არქივის ახალი შენობა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ აშენდება.

არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი – 2805 კვ. მეტრი დაეთმობა. შენობა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება აღჭურვილი.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

შენობაში ასევე მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები.

სამშენებლო სამუშაოებს 4 მილიონ ლარად კომპანია შპს "საბა კონსტრაქშენი" ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.

Print