ახალი ამბები
ქუთაისის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
FaceBook
ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, ქალაქის საბავშვო ბაღებმა, წელს, 1 674 ახალი აღსაზრდელი მიიღო. 

ჯამში კი ქუთაისში არსებულ საჯარო ბაღებში 7 552 აღსაზრდელი სწავლობს.

ქალაქში სულ 37 საჯარო და 10 კერძო ბაღი ფუნქციონირებს.

Print