ახალი ამბები
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტისა და ხიდ-ბოგირების რეკონსტრუქცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტისა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირების რეკონსტრუქცია იგეგმება.
ამ მიზნით ქუთაისის მერია რებილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერს (NAT230018001) აცხადებს.

შესყიდვის ღირებულება 38 000 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენმტაციის მიხედით, პროექტი დანიელ ჭონქაძის ქუჩისა და ავტომშენებლის გამზირის გასწვრივ მდებარე მონაკვეთების რეკონსტუქციისთვის უნდა მომზადდეს. 

პროექტის მიზანია მდინარის კალაპოტის გაფართოება-გასუფთავება და მდინარის ნაპირების მონოლითური ბეტონით დამაგრება, უხვი ნალექის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის რისკების შემცირების მიზნით.  

უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ოღასკურის ადიდების შეწდეგად, ქალაქის გარკვეული მონაკვეთი იტბორება. 


მდინარე ოღასკურას შედეგად დატბორილი ავტოქარხნის დასახლება, ფოტო არქივი


Print