ახალი ამბები
2022 წელს საქართველოდან ემიგრაციის ათწლიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა
FaceBook
2022 წელს ემიგრანტად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე იქცა.

2012 წელს ემიგრანტად ქცეული მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები - 60 307 იყო.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ემიგრანტი 80 351 საქართველოს მოქალაქე გახდა, 2020-ში - 43 349; 2019 წელს - 81 978; 2018 წელს - 76 367 მოქალაქე.

აღსანიშნავია გენდერული განაწილების საკითხიც. 2022 წელს ემიგრაციაში 62 687 კაცი და 38 115 - ქალი წავიდა.

ემიგრანტად ითვლება პირი, თუ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და მის ფარგლებს გარეთ 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი გაატარა.

გაზრდილია შიდა ემიგრაციაც. ქუთაისი ბოლო 11 წლის განმავლობაში 23 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

29 წლის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს.

Print
თეგები: #2022 #emigracia