ახალი ამბები
6-დან 9 სექტემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-9 სექტემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი), 7-8 სექტემბერს, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი.

სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშიც (მესტია, ბახმარო), სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში, 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

Print
თეგები: #ამინდი