ახალი ამბები
საქართველოში, ივლისის თვეში, მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3-პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა 

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.7%-ით გაიზარდა. 

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.


Print