ახალი ამბები
ქუთაისის პირველი სკოლის მოედნის ადგილას სპორტული დარბაზის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ეზოში, სტადიონის ადგილას, შესაძლოა, სპორტული დარბაზი მოეწყოს.

შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გაგზავნილია.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საკითხი განხილვის პროცესშია.

„სკოლას არ აქვს  შიგნით სპორტული დარბაზი, ამიტომ უნდა აშენდეს გარეთ. ავტორიზაცია ისედაც ითხოვს ამას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მოძრაობები. ანუ სკოლის მოთხოვნა გაგზავნილია სამინისტროში და განხილვის პროცესშია“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

მისთვის უცნობია საკითხთან დაკავშირებული სხვა დეტალები. 

სკოლას რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი სჭირდება  ამაზე  მიუთითებს  სკოლის დირექტორი სალომე სარალიძეც. 

„თუ აშენდება სპორტული დარბაზი, მოხარულები ვიქნებით. ნამდვილად კარგი იქნება, იმიტომ რომ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული დარბაზი არ აქვს სკოლას. ეს ყველას ოცნებაა",- განმარტავს სარალიძე.

N1 საჯარო სკოლაში 2 377 მოსწავლე ირიცხება.




Print