ახალი ამბები
29 წლის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს
FaceBook
ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მეოთხე ქალაქია.

ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 

2023 წლის მონაცემით ქუთაისში  ​130,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა ქუთაისის მოსახლეობა 1994 წელს   232,2 ათასი იყო. 

ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქის სტატუსი ორი წლის წინ დაკარგა, ბათუმმა ჩაანაცვლა. წელს ქუთაისზე მეტი მოსახლეობა რუსთავში აღირიცხა. 

ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23.3 ათასმა ადამიანმა დატოვა.

საქსტატის მონაცემების თანახმად თბილისის მოსახლეობაც 1994 წელს  მეტი იყო, ვიდრე  - 2023 წელს. 29 წლის წინ საქართველოს დედაქალაქში 1 250.700-სი  ადამიანი  ცხოვრობდა 

ყველაზე ცოტა ადამინი  თბილისში 2001- 2002 წლებში ცხოვრობდა  - 1 062,200 ადამიანი.

2023 წელს თბილისის მოსახლეობა 1 241 7 ათასს  შეადგენს. 

ბათუმის მოსახლეობა  1994 წელს 147.3 ათასი იყო

ყველაზე ნაკლები ადამიანი ბათუმში 2008 წელს ცხოვრობდა -121.3 ათასი.

2023 წელს ბათუმის მოსახლეობა 179.2 ათასს შეადგენს, 

რუსთავის მოსახლეობა  1994 წელს 161,6 ათასი იყო.

რუსთავში ყველაზე ცოტა  ადამიანი 2001 წელს  ცხოვრობდა 110,1 ათასი.

2023 წელს რუსთავის მოსახლეობა 132,3 ათასს შეადგენს. 

ყველა ამ ქალაქში მოსახლეობის კლების ტენდენცია მატების ტენდენციამ შეცვალა გარდა ქუთაისისა. მთელი 29 წლის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს. 

Print