ახალი ამბები
აგვისტოში, ყველაზე მეტად, ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა - საქსტატი
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში, წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ამ ჯგუფში ფასები 2.4%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა.




საქსტატის ცნობით, ფასები 46.4%-ით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილი და ყურძენი 12.9%-ით არის გაძვირებული, თევზეული – 9.7%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.8%-ით. 5.8 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო კი 1.8%-ით.

ამასთან, ფასები -26.3%-ით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -7.9 პროცენტით არის გაიაფებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2%-ით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი ფასებმა -0.3 პროცენტით იკლო.
Print