ახალი ამბები
ქუთაისის მე-9 და მე-14 სკოლების რეაბილიტაცია სრულდება - მგფ
FaceBook
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქუთაისის #9 და #14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უწყების ცნობით, სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

ამასთან, სკოლის შენობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებელობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 24 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. უწყების ცნობით, 2 სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დასრულდება, ხოლო 2 სკოლის სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.

იმერეთის რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ჯამური ინვესტიცია 83 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა.


Print