ახალი ამბები
ქუჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე - მუსიკალური საღამო წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ს/დ "ივერიის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 სექტემბერს, მუსიკალური საღამო გაიმართება.

ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

პროგრამა:

19:00 – თოჯინების თეატრი - სპექტაკლი „წითელქუდა“
19:00 – 22:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
19:00 – 21:00 საბავშვო გასართობი სივრცე: გიტარის მუსიკალური ვორქშოპი, მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები
19:00- 21:00 - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი
20:00 – 22:00 – კონცერტი. მონაწილეობენ: ანსამბლი „შვიდკაცა“, ქუჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე.

მუსიკალური საღამოები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

Print